Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ზელენსკი სამხედროების წინაშე გამოვიდა, მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის. "ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, მშვიდობისთვის მთელ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოსვლისას.

ზელენსკიმ თქვა, რომ შეერთებული შტატებისგან მიღებულ რეაქტიულ საარტილერიო სისტემა HIMARS-ს კიევისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში
ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში

სააგენტო "როიტერსის" თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის ქალაქის მცხოვრებლები უკრაინის დროშებით შეეგებნენ, ზოგ მათგანს თან ბავშვებიც ახლდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბედნიერია ხალხის რეაქციით, რადგან იგი დადგმული არაა.

ჟურნალისტების კითხვაზე, საით წავა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "არა მოსკოვზე... ჩვენ სხვა ქვეყნების ტერიტორიები არ გვაინტერესებს".

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.

ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიების განაღმვის სამუშაოებს იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG