Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაპატიმრობაში გადაიყვანეს ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის დაპატიმრებული ციმბირელი ჟურნალისტი მარია პონომარენკო


მარია პონომარენკო
მარია პონომარენკო

შინაპატიმრობაში გადაიყვანეს ციმბირელი ჟურნალისტი მარია პონომარენკო, რომელიც აპრილში დააკავეს და ბრალად წარუდგინეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია სოციალური მედიით გავრცელებული "ყალბი" ცნობების გზით, უთხრა ჟურნალისტის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას 13 ნოემბერს.

პონომარენკოს, რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა, 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ვერსიით, პონომარენკომ ტელეგრამით გამოაქვეყნა პოსტი რუსეთის ძალების მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობის დაბომბვის შესახებ, იმ დროს, როცა შენობას მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს.

სასამართლომ აღკვეთის ზომა შეცვალა ადვოკატის მუშაობის შედეგად, ასევე "ჰუმანური მოპყრობის მოტივისა და მისი ქალიშვილების ინტერესების გათვალისწინებით", - ამბობს უფლებადამცველი.

ჟურნალისტი აპრილში სანქტ-პეტერბურგში დააკავეს და ალთაის მხარის ქალაქ ბარნაულის იზოლატორში გადაიყვანეს. მას შემდეგ ვრცელდებოდა ცნობები პონომარენკოს ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ.

ყალბ ცნობებს ანუ "ფეიკებს" რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ნებისმიერ ინფორმაციას უკრაინაში ომის შესახებ, რომელიც განსხვავდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიისგან. ყალბი ცნობების გავრცელების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მუხლი კოდექსს დაუმატეს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე. გენერალური პროკურატურის თანახმად, ამ მუხლით 149 საქმეა აღძრული.

XS
SM
MD
LG