Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენქსიმ დაადასტურა შვიდი გრაფიტის ავტორობა ომით დაზარალებულ უკრაინაში


ნორჩი ძიუდოისტის გამარჯვება
ნორჩი ძიუდოისტის გამარჯვება

ქუჩის ცნობილმა ბრიტანელმა ხელოვანმა, ბენქსიმ, დაადასტურა, რომ შვიდი გრაფიტი დახატა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს დაზარალებულ კიევში, ირპენსა და ბოროდიანკაში. ამის შესახებ The Art Newspaper-ი იტყობინება.

ბენქსის ახალ ნამუშევრებს შორისაა ტანმოვარჯიშე დანგრეული სახლის კედელზე ბოროდიანკაში, რომლის ფოტოც მხატვარმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა საკუთარ გვერდზე.

დანარჩენი სურათები ინსტაგრამში არ არის, მაგრამ მათი მოძიება შეიძლება ტვიტერში. მათ შორისაა მოქანავე ბავშვები ტანკსაწინააღმდეგო ბლოკებზე, ნორჩი ძიუდოისტის გამარჯვება, საყელოიანი ტანმოვარჯიშე, ასევე პენისი ბირთვული ქობინის სახით დაჯავშნილ მანქანაზე.

ეს ბენქსის პირველი ნამუშევრებია 2022 წელს.

ბენქსი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ მხატვრად ითვლება. აქამდე არ არის ნათელი, ვინ იმალება ამ ფსევდონიმის უკან. საერთაშორისო აღიარება მან სტრიტარტითა და გრაფიტით მოიპოვა. მის ნამუშევრებს აშკარად გამოხატული სოციალურ-პოლიტიკური ქვეტექსტები აქვს.

რუსეთის შეჭრის შემდეგ, ავიაციისა და არტილერიის იერიშების შედეგად, უკრაინის რამდენიმე ქალაქი ფაქტობრივად აღიგავა პირისაგან მიწისა. მათ შორის არის ბოროდიანკა, გოსტომელი, ბუჩა.

XS
SM
MD
LG