Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ლაბორატორიები, ლაზარეთი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სპორტული დარბაზები და იუნკრების საცხოვრებლები დაათვალიერებინა.

მოგვიანებით ოფიციალური პირები დაესწრნენ სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომლებშიც აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი კურსანტები მონაწილეობდნენ.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 14 ნოემბერს შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

XS
SM
MD
LG