Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს ტერორისტული თავდასხმის მცდელობის აღკვეთისთვის


ისრაელის საელჩო საქართველოში "ფეისბუკის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის საქართველოს მათი იმ მოქალაქის დაცვისთვის, რომელზეც თავდასხმა იგეგმებოდა.

"ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც.

ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 15 ნოემბერს, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მოკვლას გეგმავდა. ამ საქმეზე დაკავებულია საქართველო-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რამდენიმე პირი.

საგამოძიებო უწყება დანაშაულის ქრონოლოგიას ასე აღწერეს:

  • საქართველოში გამოიგზავნა პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა ისრაელის მოქალაქის მოკვლა;
  • პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია ისრაელის მოქალაქის შესახებ - "მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები";
  • იარაღის მიწოდების ნაწილში ჩაერთო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი;
  • კვალის დასაფარად, ჯგუფის წევრები ერთმანეთს პირისპირ არ ხვდებოდნენ - ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილ სამალავებში.

XS
SM
MD
LG