Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი რაკეტები არ ჩამოცვენილა პოლონეთში


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის რაკეტები არ ჩამოვარდნილა პოლონეთში და რომ ამის თაობაზე ცნობები პროვოკაციაა.

„პოლონეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ოფიციალური პირების განცხადებები დასახლებულ პუნქტ პშევოდუვში თითქოს ‘რუსეთის’ რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ არის გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით“, - მოჰყავს რუსეთის მედიას თავდაცვის სამინისტროს განცხადება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დარტყმები არ მიუყენებია რაიმე ობიექტებისთვის პოლონეთ-უკრაინის საზღვრის მახლობლად.

სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ ნამსხვრევებს პოლონეთის პრესის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, „არაფერი აქვს საერთო რუსეთის საბრძოლო საშუალებებთან.“

სამშაბათს საღამოს პოლონეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე პოლონეთის რაიონში, სოფელ პშევოდუვში, რუსეთის მიერ ნასროლი ორი რაკეტა ჩამოვარდა. მედიის ცნობებით დაიღუპა ორი ადამიანი.

ამასთან დაკავშირებით ნატოს წევრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დანიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

ნატოსა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სოლიდარობა გამოუხატეს პოლონეთს. ისინი აცხადებენ, რომ ნატოს არცერთ გოჯ მიწას არ დათმობენ.

XS
SM
MD
LG