Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი "ტერორისტულად" ცნო


ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტი. საილუსტრაციო ფოტო
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტი. საილუსტრაციო ფოტო

ჩეხეთის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ამჟამინდელ "რეჟიმს" აღიარებს "ტერორისტულად". გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრასა და უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ბოლო პერიოდში მიტანილი იერიშების პასუხად.

საერთო ჯამში, რეზოლუციას 15 ნოემბერს მიემხრო 129 პარლამენტარი, წინააღმდეგი იყო 14.

დოკუმენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთის ოთხი რეგიონის ანექსირებას, ე.წ. რეფერენდუმების გზით.

გასულ თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთს "ტერორისტულ რეჟიმად" აცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG