Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 437 ბავშვი დაიღუპა


დაბომბილი საბავშვო მოედანი ქალაქ ნიკოლაევში
დაბომბილი საბავშვო მოედანი ქალაქ ნიკოლაევში

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე 437 ბავშვი დაიღუპა, 837-ზე მეტი - დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

ბავშვების უმეტესობა დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის რეგიონებში. ასევე ცნობილია, რომ საარტილერიო და საავიაციო დაბომბვის გამო დაზიანდა 2719 საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 332 მთლიანად განადგურდა.

"ეს ციფრები არ არის საბოლოო, რადგან მუშაობა გრძელდება აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე", - ნათქვამია ანგარიშში.

გაეროს მონაცემებით 13 ნოემბერს რუსეთის შეჭრის შედეგად 6,557 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 408 ბავშვი - დაიღუპა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ვინაიდან ინფორმაციის მიღება ზოგან, სადაც ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, ჭიანურდება, ხოლო ბევრ ცნობას გადამოწმება სჭირდება.

XS
SM
MD
LG