Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი რუსეთში სამხედრო დრონების წარმოებას ააწყობს - WP


მოსკოვი თეირანს რუსეთში ირანული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე შეუთანხმდა. ამის შესახებ იტყობინება The Washington Post სამი ანონიმური წყაროს მითითებით, რომლებიც იცნობენ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სადაზვერვო მონაცემებს.

გაზეთის ცნობით, გარიგება საბოლოოდ შეთანხმდა ნოემბრის დასაწყისში თეირანში. იქ იმყოფებოდნენ რუსეთიდან სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლები. წყაროების თანახმად, წარმოება შეიძლება რამდენიმე თვეში დაიწყოს.

როგორც გაზეთი წერს, აგვისტოდან რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ 400-მდე ჩინური წარმოების უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა, ამასთან, მოსკოვი და თეირანი უარყოფენ რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდებას. მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები იმ ირანული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ასეთი იარაღის წარმოებასთან.


თეირანში იმედოვნებენ, რომ დრონების წარმოების რუსეთში გადატანა, ირანს შესაძლებლობა მისცეს თავიდან აიცილოს ახალი სანქციები. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, კონკრეტულად რას ელოდება თეირანი მოსკოვისგან გარიგების სანაცვლოდ. ერთ-ერთმა წყარომ, ვინც „ვაშინგტონ პოსტს“ ესაუბრა, აღნიშნა, რომ კრემლი, მინიმუმ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გვთავაზობს, რაც აიათოლას რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG