Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში არასრულწლოვანი მოკლეს


საილუსტრაციო ფოტო: პოლიცია
საილუსტრაციო ფოტო: პოლიცია

ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე არასრულწლოვანი ბიჭი მოკლეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მოზარდი, სავარაუდოდ, თანატოლებთან ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

XS
SM
MD
LG