Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ზუგდიდში არასრულწლოვანი დააკავეს


ზუგდიდი, პოლიციის ლენტით შემოსაზღვრული სავარაუდო დანაშაულის ადგილი. 20 ნოემბერი, 2022 წელი

ზუგდიდში 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 2005 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული წუხელვე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ე”
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მოზარდი გულმკერდის არეში იყო დაჭრილი. შემთხვევას რამდენიმე არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ექიმებმა განმარტეს, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG