Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელმა ფეხბურთელებმა ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს მსოფლიო ჩემპიონატზე

ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდი
ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდი

ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებმა არჩიეს არ ემღერათ თავიანთი ქვეყნის ჰიმნი მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის წინააღმდეგ მათი პირველი მატჩის წინ. ასე, როგორც ჩანს, ფეხბურთელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს.

11-ვე ფეხბურთელი ჩუმად იყო მაშინ, როცა კატარში, ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე, ირანის ჰიმნი ისმოდა.

ირანში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა. ირანის კლერიკალური მმართველების წინააღმდეგ მიმართული ეს აქციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

XS
SM
MD
LG