Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი: აშშ ყოველთვის ეძებს გზებს საქართველოს შესაძლებლობებისა და NATO-სთან თავსებადობის გაზრდისთვის


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ელჩ კელი დეგნანის თქმით, აშშ ყოველთვის ეძებს გზებს, ითანამშრომლოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შესაძლებლობებისა და NATO-სთან თავსებადობის გაზრდისთვის. მანვე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერია NATO-ში.

რა არის გასაკეთებელი NATO-სთან დასაახლოებლად? - ამ კითხვით ელჩს ჟურნალისტმა მიმართა.

"ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთლიანად მთავრობასთან, საქართველოს შესაძლებლობების და ურთიერთთავსებადობის გასაძლიერებლად. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ეს აისახება ხოლმე ეროვნულ გეგმაში, რაც კეთდება ყოველწლიურად NATO-სთან დაკავშირებით, ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ საქართველო წინ მიიწევს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

აშშ ყოველთვის ეძებს გზებს, ითანამშრომლოს საქართველოს თავდაცვის ძალებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, რათა გაზარდოს მისი შესაძლებლობები და ურთიერთთავსებადობა NATO-სთან. ერთობლივად ჩატარებული სასწავლო პროგრამები, წვრთნები მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი თანამშრომლობის. ამ წვრთნებით ჩვენ ყველა დავინახავთ, სად უნდა გავაკეთოთ მეტი, რათა გავაუმჯობესოთ შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გავზარდოთ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობები, რათა მათ დაიცვან საქართველოს საზღვრები", - განაცხადა კელი დეგნანმა.

მადრიდში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან ერთად შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.

XS
SM
MD
LG