Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათის გადასარჩენად თბილისში აქცია გაიმართა


საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გელათის გადასარჩენად აქცია იმართება.

"დღეს არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ აღარ შეგვეძლო მოგვეთმინა და შევიკრიბეთ, რომ წამოგვეყენებინა მოთხოვნები. პირველი, რაც ამწუთას მახსენდება შოთა რუსთაველის ძეგლთან, არის ფრაზა ვეფხისტყაოსნიდან: "ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა." აქაც უთვალავი სხვადასხვა შეხედულების ადამიანია შეკრებილი, მაგრამ ამ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს გვაერთიანებს ფიქრი იმაზე, როგორ გადარჩეს გელათი.

ჩვენს კულტურის მინისტრს ძალიან უყვარს კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე ხან პარლამენტის ტრიბუნიდან და ხან ტელევიზიებიდან თქმა, რომ მეცნიერები არიან არაკომპეტენტურები - დასკვნამ გელათის შესახებ აჩვენა, რომ თვითონ კულტურის მინისტრია არაკომპეტენტური, ის სრულიად ვერ ერკვევა არსებულ პრობლემებში, არ იცის, როგორ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და გელათი გადაქცეულია რაღაც ექსპერიმენტულ ლაბორატორიად, სადაც სხვადასხვა ადამიანები ახორციელებენ თავიანთ ექსპერიმენტებს. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ", - ასე მიმართა არქეოლოგმა, ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ბიძინაშვილმა აქციაზე შეკრებილებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა დროს ცდილობდნენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გელათის პრობლემაზე.

გიორგი ბიძინაშვილი
გიორგი ბიძინაშვილი

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება და ვალდებულებაა. ძალიან სამარცხვინოა, თუ ვიქნებით ის თაობა, ვინც დაკარგა ასეთი ღირებულება. ვუსმენ და ვკითხულობ საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებებს და ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ერთნაირი დასკვნა, სადაც წერია, რომ ის მეთოდოლოგია, რომლითაც კედლის მხატვრობის გამაგრება ხდება, არის მიუღებელი. გრძელდება დაზიანება და შეიძლება ამან სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ხდება დახურული პროცესების ფონზე, რაც დაუშვებელია", - თქვა აქციის კიდევ ერთმა გამომსვლელმა, მანანა თევზაძემ. ის "ლურჯ ფარს" წარმოადგენს საქართველოში.

აქციის მონაწილეები მთავრობას სთხოვენ გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესიდან კულტურის მინისტრის ჩამოშორებას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ასევე, გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის გასაჯაროებას და პროცესში მაღალი დონის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართვას. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნიკა წიქარიძემ მთავრობას ამ მოთხოვნების შესასრულებლად ორი კვირა მისცა.

გელათის შესახებ საერთაშორისო სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა მოიპოვა "თავისუფლების მონიტორმა". დასკვნას მთავრობა და საპატრიარქო 6 თვის განმავლობაში მალავდნენ. ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, საუბარია, ერთი მხრივ, გელათის უნიკალური მხატვრობის დაკარგვის საფრთხეზე და, მეორე მხრივ, იქ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხზე, რომელმაც გელათის მხატვრობას მეტი ზიანი მიაყენა.

გასაიდუმლოებული ფიასკო გელათზე
please wait

No media source currently available

0:00 0:28:00 0:00

XS
SM
MD
LG