Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა - ჟურნალისტური გამოძიება


დავით არახამია
დავით არახამია

უკრაინის „ვერხოვნა რადის“ საპარლამენტო ფრაქციის "ხალხის მსახურის" ლიდერი, დავით არახამია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩავიდა ოლიგარქ დიმიტრო ფირტაშთან შესახვედრად, რომელიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის მოლოდინში, ავსტრიის დედაქალაქში იმყოფება.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, მან საკუთარი წყაროებით მიიღო ვიდეო, რომელზეც სასტუმრო "Ritz-Carlton“-ის ლობი-ბარში არახამია და ბიზნესმენ ვემირ დავითიანის წინ ზის.

ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ დავით არახამია ორი დღე-ღამის განმავლობაში ცხოვრობდა აღნიშნულ სასტუმროში და იქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა.

დავით არახამიამ „უკრაინსკა პრავდას“ დაუდასტურა ვენაში ფირტაშთან შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო "მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა ნიკოლაევის ოლქში პორტების შესანარჩუნებლად, სადაც DF Group-ი ფლობს „ნიკა-ტერას“ პორტს, ასევე ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების გადაწყვეტის საკითხი“.

ამასთან „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა გამოცემას უთხრა, რომ სასტუმროში ცხოვრებისთვის მან 1075 ევრო დახარჯა.

2019 წლის ივლისში ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა კლემენს იაბლონერმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინელი ოლიგარქის, დმიტრო ფირტაშის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ.


ფირტაშს ბრალად ედება მონაწილეობა სავარაუდო კორუფციულ სქემაში, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ბოინგისთვის“ ტიტანის მიწოდებას. ფირტაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის ყოფილი ბიზნესპარტნიორია, ყველა ბრალდებას უარყოფს. ის ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად იბრძვის 2014 წელს ვენაში დაკავების შემდეგ.

2017 წლისთვის დმიტრო ფირტაშის ქონება იყო 650 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG