Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო დოლიძე ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე „ბლოკჩეინის“ გამოყენების მომხრეა


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძე პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესზე ლაპარაკისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ კენჭისყრისთვის შერჩეული პლატფორმა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, „რადგან ტექნიკური გაუმართაობის გამო პროცესი რომ ჩავარდეს, სერიოზული დარტყმა იქნება პარტიისთვის“.

მისაღებია ისეთი პლატფორმა, სადაც „მანიპულაცია ფიზიკურად ვერ ხერხდება და სადაც ბევრ ადამიანს შეეძლება პროცესში მონაწილეობის მიღება“ - თქვა ბაჩო დოლიძემ და დასძინა - „დაცულობის თვალსაზრისით და რეპუტაციულად უფრო „ბლოკჩეინია“ მისაღები. ამ პლატფორმით ბევრ ცივილურ ქვეყანაში უამრავი არჩევნები ტარდება. ვფიქრობ, ამით საკმაოდ მაღალ სტანდარტს დავნერგავთ“.

მისი თქმით, არჩევნების ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით დოკუმენტი ან დოკუმენტები მალე მომზადდება, რომელსაც კენჭს პარტიის პოლიტსაბჭო უყრის. ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულია ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი მუმლაძის კანდიდატურები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG