Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები: ეს, თუ როგორ ეპყრობა თალიბანი ქალებს, შესაძლოა უტოლდებოდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

თალიბანის წარმომადგენელთა მხრიდან ავღანელი ქალების და გოგონების მიმართ მოპყრობა - მათ შორის მათი გარიყვა პარკებიდან და სავარჯიშო დარბაზებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან - შესაძლოა უტოლდებოდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, განაცხადა გაეროს ექსპერტების ჯგუფმა პარასკევს, 25 ნოემბერს.

ავღანეთის საკითხებში გაეროს საგანგებო მომხსენებლის, რიჩარდ ბენეტის და გაეროს კიდევ ცხრა ექსპერტის მიერ შედგენილი შეფასების თანახმად, ქალების და გოგონების მიმართ მოპყრობა შესაძლოა ტოლფასი იყოს "გენდერული დევნისა" რომის საერთაშორისო ხელშეკრულების პირობებით, რომლის წევრი ავღანეთიც არის.

ამგვარი შეფასების პასუხად, თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აბდულ ყაჰარ ბალხიმ განაცხადა - "უდანაშაულო ავღანელების კოლექტიური დასჯა გაეროს სანქციათა მიმდინარე რეჟიმით, ქალთა უფლებებისა და თანასწორობის სახელით, უტოლდება ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს".

გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ქალების სახლებში გამოკეტვა უტოლდება პატიმრობას და დასძენენ, რომ ამას, დიდი ალბათობით, მოჰყვება ოჯახში ძალადობის და ფსიქიკური პრობლემების შემთხვევების გახშირებაც.

თალიბანმა ავღანეთში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება შეცვალა 2021 წლის აგვისტოში. ჯგუფი აცხადებს, რომ ქალების უფლებებს იცავს ისლამური კანონის თავისი ინტერპრეტაციის მიხედვით.

დასავლეთის მთავრობები აცხადებენ, რომ თალიბანმა ქალთა უფლებებთან მიმართებით კურსი რადიკალურად უნდა შეცვალოს, საიმისოდ, რომ თალიბანის მთავრობას ოფიციალური აღიარებისკენ გაეხსნას რაიმე გზა.

XS
SM
MD
LG