Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებში 70 მლნ ლარი დაიხარჯება


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არტისტები. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც". ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 70 მლნ ლარს. ჩვენ გვაქვს ამის თანხები. ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა გამოვა", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაზე პირველად რამდენიმე თვის წინ თქვა.

XS
SM
MD
LG