Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე განმარტავს, რატომაა თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი"


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომაა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი".

"მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა თბილისის მერმა.

2023 წლის საახალწლო სლოგანის - "მშვიდობის ქალაქის" - გამოჩენას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მიმდინარე ომის გამო, ნეგატიური შინაარსის შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG