Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: პუტინი ცდილობს, ზამთარი იარაღად გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინი ცდილობს მოახლოებული ზამთარი იარაღად გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა ბუქარესტში, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს.

„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დანარჩენ ევროპას მეტი ლტოლვილი მიაშურებს რუსეთის გამიზნული თავდასხმების გამო უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე“, - თქვა გენერალურმა მდივანმა.

როგორც BBC იტყობინება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სექტემბრის ბოლომდე ევროპაში უკრაინიდან ჩავიდა 7,4 მილიონი ლტოლვილი.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინი „მარცხს განიცდის“ თავის ომში, ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინაზე ახალ იერიშებს შეიძლება ველოდეთ.

რუსეთი უკრაინელ ხალხზე ახორციელებს იერიშებს, ვინაიდან ვერ ახერხებს წართმეული ტერიტორიების კვლავ დაბრუნებას და უკრაინის ჯარების წინსვლის შეჩერებას, თქვა მან.

„ასე რომ, დიახ, შესაძლოა ველოდეთ ახალ შეტევებს. ზუსტად ვერავინ იტყვის, რამდენ ხანს, მაგრამ პუტინმა და რუსეთმა გამოავლინეს ტანჯვის მიყენების მზადყოფნა და ისეთი დონის სისასტიკე, რაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG