Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ განიხილავს უკრაინისთვის ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ების გაგზავნის შესაძლებლობას


აშშ განიხილავს უკრაინისთვის ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ების გაგზავნის შესაძლებლობას რუსეთის მხრიდან ახალი სარაკეტო იერიშების მოსაგერიებლად.

„განიხილება ყველა ვარიანტი, - უპასუხა ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვას ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, - მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ები.“

ეს სისტემები უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, ასევე საავიაციო და ფრთოსანი რაკეტების გადასატაცად და გასანადგურებლად.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს, ერთობ ხმაურიანი რეაქცია ჰქონდა ამ ცნობაზე. მან ნატოს „კრიმინალური თანამეგობრობა“ უწოდა და „ტელეგრამში“ დაწერა, რომ „თუკი ნატო უკრაინელ ფანატიკოსებს მოამარაგებს Patriot-ის სისტემებით და პერსონალით, ისინი დაუყოვნებლივ იქცევიან ჩვენი შეიარაღებული ძალების სამიზნეებად“.

არ არის ნათელი, რას გულისხმობს მედვედევი სამიზნეებში - Patriot-ის სისტემებს, უკრაინის ჯარებს თუ ნატოს პერსონალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG