Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: "TV პირველი" ამ თანხას ვერ გადაიხდის


ნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე

"TV პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხი ვერ გადაიხდის იმ თანხას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელევიზიასა და მის წამყვანს, მაია მამულაშვილს დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ.

"TV პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი.

ველოდებით აღსრულების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად", - წერს მელაძე "ფეისბუკში".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია "TV პირველისა" და ამ არხის გადაცემა "დღის ამბების" წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ.

"სასამართლოს ინტერესს წარმოადგენდა, სადავო განცხადებები ფაქტი იყო თუ აზრი. აზრით გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ტენდერებში ფასთა სხვაობას, რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძის მიერ 60 მილიონის მოპარვას, ეს იყო თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია... ასეთი ფაქტობრივი საფუძველი არანაირად არ იყო", - თქვა მოსამართლემ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლის განმარტებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG