Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგლოევი რუსეთის მიერ ანექსირებულ ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა


ალან გაგლოევი მელიტოპოლში
ალან გაგლოევი მელიტოპოლში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის მიერ ანექსირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა. გაგლოევი საბრძოლო მოქმედებების ზონაში პირველადაა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ის „სპეცოპერაციის ზონას ეწვია ოსეთიდან მებრძოლთა გასამხნევებლად“. გაგლოევი მეოთხე სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოხალისეებს შეხვდა და მათ ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება გადასცა.

როგორ გაგლოევის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ განაცხადა, მებრძოლებისთვის გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის კვარდოკოპტერები, გენერატორები, ზამთრის ეკიპირება, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და საკვები.

მისივე თქმით, გაგლოევი პირადად დარწმუნდა, რომ მებრძოლებს აქვთ სამხედრო დავალებების შესასრულებლად აუცილებელი საშუალებები.

„სახელმწიფოს მეთაურს სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ოსეთიდან წასულ მებრძოლებთან კავშირი აქვს, კარგად იცნობს სიტუაციას, იცის პირველი რიგის საჭიროებების შესახებ“, - განაცხადა გაგლოევის პრესმდივანმა.

მანამდე ალან გაგლოევმა უკრაინაში ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მალე დასრულების იმედი გამოთქვა.

ღია წყაროების მიხედვით, უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, სულ მცირე, 20 მებრძოლი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG