Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სოხუმში ჩავიდა


რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში შეხვდა ვიაჩესლავ ვოლოდინს, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერს, რომელიც აფხაზეთში 1 დეკემბერს ჩავიდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ჩამოსვლა ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. იმ რანგის ხალხს, როგორიც თქვენ ხართ, ისეთი გამოცდილების ხალხს, როგორიც თქვენ ხართ, შეუძლია დაეხმაროს, გავლენა მოახდინოს საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ“, - მიმართა ბჟანიამ ვოლოდინს.

რუსმა პოლიტიკოსმა ილაპარაკა სახელმწიფო დუმისა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წარმატებულ თანამშრომლობაზე.

ვოლოდინთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი, დსთ-ს საკითხების და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი და რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩი აფხაზეთში მიხაილ შურგალინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG