Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ძმებ მაგომედოვებს მრავალმილიარდიანი გაფლანგვის საქმეზე 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ


ბიზნესჯგუფ "სუმის" დამაარსებელი ზიავუდინ მაგომედოვი
ბიზნესჯგუფ "სუმის" დამაარსებელი ზიავუდინ მაგომედოვი

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბიზნესჯგუფ "სუმის" დამაარსებელ ზიავუდინ მაგომედოვს, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისა და მრავალმილიარდიანი ქონების დატაცების საქმეზე.

მის ძმას, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილ წევრს, მაგომედ მაგომედოვს სასამართლომ 18 წლითი პატიმრობა მიუსაჯა. მათგან თითოეულს ასევე დაეკისრა 2,5 მილიონი რუბლის ჯარიმის გადახდა.

ძმები მაგომედოვები პატიმრობაში 2018 წლიდან იმყოფებიან.

მილიარდერი ზიაუდინ მაგომედოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან დაახლოებულ პირად ითვლება. ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგით, მაგომედოვის ქონება 1,25 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ზიავუდინ მაგომედოვმა სასამართლოში თქვა, რომ "კატეგორიულად არ ეთანხმება" ბრალდებას, ხოლო მის ძმას საერთოდ არაფერი აქვს საერთო კომპანია „სუმასთან“, ის მისი პარტნიორია მხოლოდ პორტსა და გაერთიანებულ მარცვლეულის კომპანიაში და არა სისხლის სამართლის საქმეში მოხსენიებულ საწარმოებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG