Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელტონ ჯონმა საკონცერტო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა


ბრიტანელმა მომღერალმა ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ საკონცერტო კარიერას ამთავრებს. ის თავის ბრიტანელ გულშემატკივრებს გლასტონბერის ფესტივალზე 2023 წლის 25 ივნისს დაემშვიდობება. ის მიმდინარე წლის ბოლოსა და მომავალი წლის პირველ ნახევარს მსოფლიოს ბოლო საკონცერტო ტურნეს დაუთმობს, მისი ევროპული კონცერტები ივლისამდე გაგრძელდება.

მომღერალი, რომელიც ახლა 75 წლისაა, პენსიაზე გასვლას დიდი ხნის განმავლობაში აპირებდა: მან გამოსამშვიდობებელი საკონცერტო ტურნეს დასაწყისი ჯერ კიდევ 2018 წელს გამოაცხადა. ტური, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, პანდემიის გამო შეწყდა.

ელტონ ჯონი ბრიტანული პოპ-მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. მისი საკონცერტო კარიერა 52 წელს მოიცავს. ელტონ ჯონის სიმღერა Candle In The Wind ("სანთელი ქარში") ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ისტორიაში. მისი ჩანაწერი მსოფლიოში 33 მილიონზე მეტმა მსმენელმა შეიძინა.

XS
SM
MD
LG