Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შაბათს მინსკში ჩავიდა


სერგეი შოიგუ და ალიაქსანდრ ლუკაშენკა
სერგეი შოიგუ და ალიაქსანდრ ლუკაშენკა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შაბათს მინსკში ჩავიდა. ბელარუსში მისი ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იტყობინებოდნენ. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიას რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ იერიშისას იყენებდა, კვლავაც განთავსებული არიან რუსეთის ჯარები, უკანასკნელ ხანებში მათი რიცხვი გაიზარდა.

შოიგუმ და ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტარ ხრენიკოვმა ხელი მოაწერეს ოქმს რეგიონული უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების ცვლილებების თაობაზე. რაში მდგომარეობს ცვლილებები, არ იტყობინებიან. შემდეგ შოიგუ ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ამჟამად რუსეთის ჯარების მომზადება ხდება. მომზადების მიზნად მან დაასახელა „სამოკავშირეო სახელმწიფოს დაცვა“.

ლუკაშენკამ ასევე გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები და მათ უკრაინის ომის გაჭიანურებაში დასდო ბრალი. „მაშინ სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ შეწყდება, როგორც ეს კარგად გესმით“, თქვა შოიგუმ. ლუკაშენკას თქმით, ბელარუსსა და რუსეთს „ომი არ სურდათ და არ სურთ“, მაგრამ ამასთან, „რაც ბელორუსებმა ღია, რეალური შეთანხმებით უნდა გააკეთონ, ისინი ამას გააკეთებენ“. რა იგულისხმა უკანასკნელ სიტყვებში, მას არ დაუზუსტებია.

ადრე ლუკაშენკა აცხადებდა, რომ თუკი ომი გაგრძელდება, უკრაინის საერთოდ არსებობას შეექმნება საფრთხე.

შოიგუს მოლაპარაკებების კონკრეტული შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG