Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა - განსახილველი საკითხი სასჯელის გადავადება ან მისგან გათავისუფლებაა


სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, დღის 1 საათზე ჩაინიშნა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. ეს საკითხი სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ "ემპათიის" დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატიმრებისას "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშეა.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა სასამართლო პროცესში მონაწილეობას თავად მიხეილ სააკაშვილი - ადვოკატებს სურთ, რომ იგი დისტანციურად მაინც ჩაერთოს განხილვაში.

ცნობილია იმ მოსამართლის ვინაობა, ვინც სააკაშვილისთვის სასჯელის მოხსნის ან გადავადების საკითხს განიხილავს - ესაა გიორგი არევაძე, რომელმაც სანდრო გირგვლიანის (ე.წ. შეწყალების) საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა. არევაძის გვარი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. სწორედ გიორგი არევაძე განიხილავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG