Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა დემოკრატებმა სენატში მოიპოვეს 2-მანდატიანი უპირატესობა


რაფაელ უორნოკი
რაფაელ უორნოკი

ამერიკის ჯორჯიის შტატში, სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა დაამარცხა რესპუბლიკელი ჰერშელ უოლკერი. მეორე ტური 6 დეკემბერს ჩატარდა.

უორნოკის გამარჯვება ნიშნავს, რომ აშშ-ის 100-წევრიან სენატში 51 მანდატი აქვს დემოკრატიულ პარტიას და 49 - რესპუბლიკურ პარტიას.

რაფაელ უორნოკს გამარჯვება მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი განცხადებით, ჯორჯიის შტატის ამომრჩევლებმა დემოკრატია დაიცვეს და კარგი ადამიანი სენატში დააბრუნეს.

რაფაელ უორნოკი სენატის წევრი პირველად გახდა 2021 წელს, ჯორჯიაში ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებით და უფლებამოსილების ვადა 2023 წელს ეწურებოდა, თუმცა სრული ვადით ხელახლა არჩევის უფლებით ისარგებლა. უორნოკი ჯორჯიის შტატის მიერ არჩეული პირველი აფროამერიკელი სენატორია.

შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა შეინარჩუნეს, თუმცა, დაკარგეს წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს.

XS
SM
MD
LG