Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ წარმოადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი


ურზულა ფონ დერ ლაიენი
ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიამ ოფიციალურად წარმოადგინა ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც უკრაინაში მის შეჭრასთან არის დაკავშირებული. სანქციების დეტალებზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.

პროექტი შეიცავს წინადადებას რუსეთისთვის ნებისმიერი სახის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაზე. ასევე აიკრძალება მათი ძრავების მიწოდება - არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც, ევროკავშირის აზრით, შეუძლიათ ისინი რუსეთს მიჰყიდონ. ასეთია, მაგალითად, ირანი.

ასევე გათვალისწინებულია აკრძალვის დაწესება რუსეთის სამთო-მომპოვებელ სექტორში ახალი ინვესტიციების გაკეთებაზე. გამკაცრდება საექსპორტო კონტროლი რუსეთში ისეთი საქონლისა და სამოქალაქო ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იქნეს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის.

სანქციები უნდა შეეხოს რუსეთის ოთხ ტელეარხსა და სამ ბანკს. მათ სახელებს ჯერჯერობით არ იტყობინებიან.

დაახლოებით 200 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ უნდა შემოიღონ პერსონალური სანქციები - აქტივების გაყინვა და, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა. როგორც იტყობინებიან, საქმე შეეხება დეპუტატებს, ჩინოვნიკებს, სამხედრო მეთაურებს, ასევე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო მრეწველობის საწარმოებსა და პოლიტიკურ პარტიებს.

როგორც მოსალოდნელია, სანქციების მეცხრე პაკეტი შეიძლება უკვე მომავალ კვირაში მოიწონონ ევროკავშირის სამიტზე. პროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

XS
SM
MD
LG