Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: პუტინი ამზადებს პირობებს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის


ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამზადებს პირობებს უკრაინაში ხანგრძლივი, დამპყრობლური ომისთვის.

ცენტრის ანალიტიკოსები განიხილავენ 7 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრისას პუტინის განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში „სპეცოპერაცია“ შესაძლოა, „ხანგრძლივი პროცესი“ იყოს და რუსეთისთვის ახალი ტერიტორიების მოპოვებაა ამ პროცესის მნიშვნელოვანი შედეგი.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, პუტინმა თავი მომგებიანად შეადარა პეტრე პირველს და თქვა, რომ დღეს რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რომლისთვისაც პეტრე დიდიც იბრძოდა.

ISW-ის შეფასებით, რუსეთის იმპერიის ისტორიის მოშველიება აჩვენებს, რომ პუტინს უკრაინაში აქვს იმპერიალისტური და ჯერ კიდევ მაქსიმალისტური მიზნები და რუსეთის შიდა აუდიტორიას განაწყობს ხანგრძლივი ომისთვის უკრაინის დამატებითი ტერიტორიების დასაპყრობად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG