Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. გუბერნატორი აცხადებს, რომ სევასტოპოლში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს


ფოტო არქივიდან. სევასტოპოლი
ფოტო არქივიდან. სევასტოპოლი

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ დღეს დილით, შავი ზღვის ფლოტის მორიგე გემმა ზღვაში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი. რაზვოჟაევმა ამ შინაარსის მოკლე ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა.

6 დეკემბერს ე.წ. გუბერნატორის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ სევასტოპოლის აკვატორიაში ჩამოაგდო ორი უპილოტო საფრენი აპარატი.

5 დეკემბერს დილით, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე მოხდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა.

6 დეკემბერს, რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომის რაიონში და ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს.

უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე იერიში მან მიიტანა. რამდენიმე ხნის წინ, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია დარტყმები დაახლოებით ათასი კილომეტრის მანძილზე.

XS
SM
MD
LG