Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აძლიერებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში, შეერთებული შტატები დამატებით სამხედრო დახმარებას ამზადებს კიევისთვის


საცხოვრებელი სახლი ბუხმუტში რუსეთის იერიშის შემდეგ, 7 დეკემბერი, 2022 წელი
საცხოვრებელი სახლი ბუხმუტში რუსეთის იერიშის შემდეგ, 7 დეკემბერი, 2022 წელი

რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს მთელი ფრონტის ხაზზე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში დონეცკსა და ლუგანსკში, იტყობინება უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბი 9 დეკემბერს.

ამ დროს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ემზადება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 275 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტის გადასაცემად. ის შეიცავს ახალ ტექნიკურ შესაძლებლობებს დრონების გასანადგურებლად და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

უკრაინის ძალებმა მოიგერიეს ათობით თავდასხმა რუსეთის მხრიდან ბილოგორიივკის რაიონში ლუგანსკში, ისევე როგორც კლიშჩიივკასა და მარინკაში დონეცკის რეგიონში, ნათქვამია გენერალური შტაბის ყოველდღიურ ინფორმაციაში. "გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა ხუთი სარაკეტო და სამი საჰაერო დარტყმა, ასევე 54 ზალპური გასროლა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან", ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი კვლავაც ემუქრება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ისედაც მძიმედ დაზიანებულ სისტემას ზამთრის მოსვლასთან ერთად.

ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ქალაქებთან - ბახმუტსა და ავდიევკასთან - გაგრძელდა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, პავლო კირილენკომ სატელევიზიო ინტერვიუში. არტილერიამ დაარტყა ქალაქ ტორეცკს, ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა 12 შენობა, განაცხადა კირილენკომ. "მთელი ფრონტის ხაზი იბომბება", განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსები ასევე ცდილობდნენ წინსვლას ლიმანთან, რომელიც უკრაინულმა ძალებმა გასულ თვეში დაიბრუნეს.

ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, იური სობოლევსკის თქმით, ახლახან გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში, ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კვლავ მიიტანა იერიში რუსეთის არმიამ, იტყობინება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG