რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ მელიტოპოლზე უკრაინელი სამხედროების საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია 200-დან 300-მდე რუსი სამხედრო - აცხადებს ქალაქის მერი ივან ფედოროვი.
მანამდე რუსეთის მიერ ანექსირებული ზაპოროჟიის რეგიონის რუსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ როგოვმა განაცხადა, რომ უკრაინული მხრიდან დაბომბვის შედეგად რეკრეაციულ ცენტრ „Hunter's Halt“-ს ცეცხლი გაუჩნდა. მისი ცნობით, დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი.
"მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას და ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას ცდილობენ“, - წერდა როგოვი ტელეგრამის არხზე.
10 დეკემბერს საღამოს ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ მელიტოპოლის აღმოსავლეთით იწვოდა ეკლესია, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ჩაიგდეს ხელში.
უკრაინის გენერალური შტაბის მხრიდან მელიტოპოლზე დარტყმების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.