Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარში მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს „უპრეცედენტო სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის", ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატების მხარდაჭერამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ უკრაინის წარმატებას ბრძოლის ველზე, არამედ უკრაინის ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებას.

ზელენსკის თქმით, ის მონაწილეობას მიიღებს G7 ქვეყნების ონლაინ სამიტში, რომელიც ორშაბათს გაიმართება.

"დღეს გაიმართება G7-ის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინა. ახლა ამერიკასთან ჩვენი პოზიციების კოორდინირება მოვახდინეთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. იქნება სიახლეები", - აღნიშნა ზელენსკიმ.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა უკრაინა შემდგომ მხარდაჭერაში დაარწმუნა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას პრიორიტეტად მიიჩნევს.

კვირას უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.

XS
SM
MD
LG