Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: საქართველოში გამოჩნდნენ სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ორბელიანების სასახლეში მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მისხელისადმი (იურისტი, მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი) მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ქვეყანაში მოქმედი ანტიდასავლურ ძალების შესახებ.

„სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა”, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

1 სექტემბერს, მიმართვის დროს, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG