Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურზულა ფონ დერ ლაიენი: ბუქარესტში ვარ, რათა განვიხილოთ სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა


ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი სამხრეთ კავკასიასთან ენერგეტიკული პარტნიორობის პერსპექტივის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

17 დეკემბერს, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობის მეთაურები ხელს მოაწერენ შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“.

„დღეს მე ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ. პოტენციალით სავსე, იმედისმომცემი პარტნიორობა, ევროპაში მწვანე ენერგიის ნაკადისთვის. ენერგია, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ ჩვენი საერთო მომავლისთვის“, – წერს ურზულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG