"წითელ წიგნში" შეტანილი 800-ზე მეტი დახოცილი ნაცრისფერი წერო აღმოაჩინეს სტავროპოლის ოლქის ქალაქ პეტროვსკის მახლობლად. ფრინველების სიკვდილის მიზეზად სამართალდამცავმა ორგანოებმა დაასახელეს ქიმიკატები, რომლებსაც ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები მღრღნელებისგან მინდვრების დასამუშავებლად იყენებენ.
"მიმდინარე წლის ნოემბერში, როდესაც მღრღნელების საწინააღმდეგოდ განკუთვნილი პრეპარატის გამოყენების ტექნოლოგია არ იყო დაცული, იგი გავრცელდა ნიადაგის ზედაპირზე, რასაც შედეგადაც სერიოზული შედეგები მოჰყვა გარემოზე, კერძოდ ნაცრისფერი წეროების დახოცვის სახით", - გააცხადეს სტავროპოლი საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ განყოფილებაში.
ფრინველების დახოცვის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჯარიმას 120 ათას რუბლამდე ან ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
"კავკაზ.რეალიის" ცნობით, ცხოველების დახოცვის მსგავსი შემთხვევები უფრო მცირე მასშტაბით რუსეთის ამ რეგიონში მანამდეც მომხდარა. წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის მონადირეებმა, აღრიცხეს რეკორდული რაოდენობით ფრინველებისა და გარეული ცხოველების - მათ შორის კურდღლების, კაკბების, იხვებისა და მელიების სიკვდილი.