უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, მებრძოლებს შეხვდა და დააჯილდოვა, ამის შესახებ მედიას ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა მიაწოდა.
მედიას განუმარტეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ბახმუტში ვიზიტი წინასწარ არ იყო დაანონსებული.
ნიკიფოროვის ინფორმაციით, ზელენსკიმ მოწინავე პოზიციები მოინახულა, მებრძოლები მედლებით დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა. „პრეზიდენტმა ბახმუტი უკვე დატოვა“, - უთხრა სერგეი ნიკიფოროვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ბახმუტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. მასზე გადის ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის, სევერსკის, სლავიანსკის, კრამატორსკის, კონსტანტინოვსკის, გორლოვკისა და ლუგანსკისკენ მიმავალი გზები. 2022 წლის მაისიდან ბახმუტთანაა ფრონტის ხაზი, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ჯარებმა პოპასნაიადან დაიხიეს, ხოლო რუსეთის ჯარებმა სლოვიანსკზე და კრამატორსკზე გადაიტანეს აქცენტი.
ბახმუტი რეგულარულად იბომბება. ქალაქს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, 70-ათასიანი ქალაქი მოსახლეობისგან ფაქტობრივად სრულადაა დაცლილი.