Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას სარაკეტო კომპლექს Patriot-ს გადასცემს


საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი MIM-104 Patriot-ი
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი MIM-104 Patriot-ი

შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების მომდევნო პაკეტის ფარგლებში, რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ გადასცემს. ამის შესახებ თეთრმა სახლმა 21 დეკემბერს განაცხადა.

დახმარების პაკეტის საერთო ღირებულება 1.8 მილიარდ დოლარს აღწევს. აქედან 1 მილიარდი საკუთრივ „პეტრიოტის“ ღირებულებაა. უკრაინისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზუსტი მახასიათებლები და მისი მოდიფიკაცია უცნობია, მაგრამ საზენიტო ბატარეა, ჩვეულებრივ, მოიცავს რვა გამშვებ მოწყობილობას ოთხი რაკეტით, რადარს და მართვის პუნქტს.

სავარაუდოდ, უკრაინა მიიღებს საზენიტო კომპლექსს, რომელიც აშშ-ის არმიის შეიარაღებაში უკვე არსებობს და იგი არ იქნება შექმნილი სპეციალურად უკრაინისთვის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

XS
SM
MD
LG