Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით - ამ ცნობას სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" აშშ-ის ოფიციალური პირი უდასტურებს.

ზელენსკი 21 დეკემბერს შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა.

ზელენსკი შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით. კონგრესი ემზადება კენჭისყრისთვის მასშტაბურ ხარჯებზე, რომლებიც მოიცავს უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფას.

XS
SM
MD
LG