Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა ჯო ბაიდენთან შესახვედრად


უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თეთრ სახლში მასპინძლობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 21 დეკემბერი, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თეთრ სახლში მასპინძლობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 21 დეკემბერი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია და თეთრ სახლში იმყოფება, სადაც შეხვედრას მართავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა.

ზელენსკი შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.

ზელენსკის ვაშინგტონში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG