Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია - კობახიძე სააკაშვილზე


ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილი
ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენაზე ამბობს, რომ ვნახეთ "უნიჭო სიმულაცია".

"დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ. ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება. მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, ამანაც გამოიწვია წონის კლება. ეს არის ერთადერთი, რასაც ვხედავთ ჩვენ ამ ვიზუალიდან", - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში.

დღეს, 22 დეკემბერს, ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.

9 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე პაციენტი პატიმრის სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია კლინიკა „ვივამედმა“ არ გასცა, 14 დეკემბერს კი მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა პენიტენციურმა სამსახურმა „შესაბამისი ტექნიკური საშუალებების“ არარსებობის მიზეზით ვერ მოახერხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG