Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგი ვიზიტი ბრიუსელში გაიმართება


უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და ანჯეი დუდა. ჟეშოვი. 22 დეკემბერი, 2022 წელი
უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და ანჯეი დუდა. ჟეშოვი. 22 დეკემბერი, 2022 წელი

აშშ-ში სტუმრობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში, ევროკავშირში მიიწვიეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თანახმად, უკრაინელი სტუმარი ბრიუსელში თებერვალში ჩავა. მიშელის თქმით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება 3 თებერვალს.

ზელენსკიმ, თავის ქვეყანაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, არაერთ სამიტში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გერმანიაში „დიდი შვიდიანის“ სამიტსაც მიმართა, მაგრამ ეს შეხვედრები ონლაინ რეჟიმში შედგა.

აშშ-დან უკრაინაში დაბრუნებისას, ზელენსკიმ პოლონეთში ჩავიდა. სოციალური ქსელით გავრცელებულ ცნობაში ზელენსკი წერს, რომ „უკრაინის მეგობრებს“ შეხვდა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ხვდებიან მას აეროპორტში პოლონეთის ოფიციალური პირები. ის და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ერთმანეთს გადაეხვივნენ, მიესალმნენ და დასხდნენ მოსალაპარაკებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG