Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ყინვას და შტორმს ემსხვერპლა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე


ყინულით დაფარული შენობა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში. 2022 წლის 24 დეკემბერი
ყინულით დაფარული შენობა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში. 2022 წლის 24 დეკემბერი

აშშ-ში 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ძლიერ ყინვას, ქარიშხალს და თოვას. CNN-ის ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოდან დაღუპულია 37 ადამიანი, ABC-ს მონაცემებით - 39, ხოლო NBC-ს ცნობით - 41. მსხვერპლია ნიუ-იორკის, კოლორადოს, ილინოისის, კანზასის, მიჩიგანის, კენტუკის, მისურის, ტენესის და სხვა შტატებში. გარდაცვლილთა ცხედრები ნაპოვნია ავტომანქანებში, სახლებსა და ნამქრებში.

ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა -48 გრადუსი იყო. არაერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიით გამოწვეული ავარიების გამო ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ათასობით ამერიკელი. გასული სამი დღის განმავლობაში გაუქმდა 12 ათასამდე ავიარეისი.

XS
SM
MD
LG