Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩიაშვილი: როდესაც წარმატებულ ქვეყნებს კრიზისი აქვთ, საქართველო განაგრძობს განვითარებას


ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ 2022 წელს გლობალური გამოწვევების დროს საქართველოს დიპლომატიამ მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა. ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მინისტრმა ისაუბრა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, „ელჩების კონფერენცია 2022-ზე”.

"ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულმა ქმედებებმა. ასევე - მმართველი გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოვყოფ პირადად პრემიერ-მინისტრის როლს, რომლის ლიდერობითაც ამ რთულ პირობებში სამთავრობო გუნდმა წარმატებით შეძლო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარე საფრთხეებთან გამკლავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი, წარმატებით გაუმკლავდნენ გამოწვევებს", - თქვა ილია დარჩიაშვილმა კონფერენციაზე.

მან გაიმეორა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში გაჟღერებული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.

"ბატონი პრემიერის და მისი გუნდის როლი თვალსაჩინოა კიდევ ერთი მიმართულებით. ფაქტია, რომ დღეს, როდესაც უაღრესად ნეგატიურმა განვითარებებმა ჩვენ გარშემო ბევრი ქვეყანა, მათ შორის ძლიერი, წარმატებული და განვითარებული ქვეყნები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა და ზოგიერთ მათგანს ეკონომიკური და ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლა უწევს, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მდგრადობა, არამედ სწრაფი ტემპებით განაგრძობს განვითარებას, რისი დასტურიც არის ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის 10-პროცენტიანი ზრდა", - თქვა მინისტრმა.

მანვე კონფერენციაზე ისაუბრა გასული წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე და ომის დროს უკრაინის მხარდაჭერაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG