რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძის თქმით, თბილისში საცობების მიზეზი კერძო მანქანების რაოდენობის რეკორდული ზრდაა

კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საცობების მიზეზი ქალაქში კერძო ავტომანქანების რაოდენობის ზრდაა. მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე პიკის საათებში მოძრავი მანქანების რიცხვი 180 ათასიდან 600 ათასამდე გაიზარდა.

"ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. ამისთვის ვმუშაობთ, ამისთვის ვაკეთებთ ამდენ გამზირს, ქუჩას. იხაზება და კეთდება შესაბამისი ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება. ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაკეთებთ იმას, რაც განვითარებულმა ქალაქებმა თავის დროზე გააკეთეს, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია", - ამბობს კალაძე.

თბილისში ორი ცენტრალური გამზირის (ქეთევან წამებული და მელიქიშვილი) გახსნის მიუხედავად, საცობები მაინც არის. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო 23 დეკემბერს, როცა დედაქალაქის მერმა ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გახსნა. მოქალაქეებმა რამდენიმე საათი მოანდომეს დანიშნულების ადგილზე მისვლას 9 დეკემბერსაც, როცა თბილისის მერმა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთო.

​
XS
SM
MD
LG