Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერის წლიურ ანგარიშს საკრებულოში პროტესტის ფონზე უსმენენ


"კორუფცია კლავს" ეწერა ბანერზე, რომელიც გაშლიდან რამდენიმე წამში ააღებინეს აქტივისტებს საკრებულოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა
"კორუფცია კლავს" ეწერა ბანერზე, რომელიც გაშლიდან რამდენიმე წამში ააღებინეს აქტივისტებს საკრებულოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლიურ ანგარიშს წარადგენს, ხმაური იყო.

სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე მიიტანეს ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს", რომელიც გაშლიდან რამდენიმე წამში ჩამოახსნევინეს დაცვის თანამშრომლებმა.

მერის ანგარიშის პარალელურად აქცია გაიმართა საკრებულოს შენობასთანაც. აქტივისტებს ბანერებზე ეწერათ სხვადასხვა სლოგანი, რომლებიც ასახავს იმ პრობლემებს, რომლებიც, მათი აზრით, აქვს თბილისს.

ქალაქის მერმა კახა კალაძემ ანგარიშის წარდგენამდე საკრებულოს დეპუტატებს სთხოვა, წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი ვაკის პარკის ახალრეაბილიტირებულ შადრევანში დაღუპული 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის, ხსოვნისთვის.

საკრებულოში კალაძის ანგარიშის წარდგენის გარდა, დღესვე დაგეგმილია თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა.

XS
SM
MD
LG