Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის ოჯახის მანქანა დააზიანეს


სონღულაშვილების დაზიანებული მანქანა
სონღულაშვილების დაზიანებული მანქანა

წუხელ, სავარაუდოდ, გვიან ღამით, დააზიანეს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის, თეოლოგ მალხაზ სონღულაშვილის შვილის ავტომანქანა. მანქანის მინა აგურითაა ჩამსხვრეული. შემთხვევა სოფელ დიღომში მოხდა.

"ნამდვილად ვერაფერს ვერ ვუკავშირებ, უბრალოდ მავნებლობაა. მოხდა, სავარაუდოდ, ღამე. ორი ღამეა ეს მანქანა ჭიშკართან იდგა და არ გაგვიყვანია არსად. დილით ძაღლებისთვის საკვების მოსატანად უნდა გავსულიყავით და დაგვხვდა ეს სურათი. პოლიციაში მივიდა ჩემი შვილი, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარება უთხრეს", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან მალხაზ სონღულაშვილის ცოლი ალა ქავთარაძე.

აგურით დაზიანებული მანქანა
აგურით დაზიანებული მანქანა

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება და არსებობს თუ არა ეჭვმიტანილი. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

XS
SM
MD
LG