Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ძალები განაგრძობენ თავდასხმებს უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე


ბახმუტის შემოგარენი. კვამლი რუსეთის ძალების თავდასხმის შემდეგ. 27 დეკემბერი, 2022 წელი
ბახმუტის შემოგარენი. კვამლი რუსეთის ძალების თავდასხმის შემდეგ. 27 დეკემბერი, 2022 წელი

რუსეთის ძალები საარტილერიო ცეცხლით უტევენ უკრაინელთა პოზიციებს აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე, ბახმუტსა და ავდეევკაში, დონეცკის რეგიონში, სადაც ბოლო თვეებში ყველაზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი 28 დეკემბერს.

რუსებმა მდინარე დნეპრის მეორე ნაპირიდან კვლავ მიიტანეს იერიში სამოქალაქო ობიექტებზე სამხრეთის რეგიონსა და ქალაქ ხერსონში და დამბომბეს სამიზნეები დნეპროპეტროვსკში - აცხადებენ სამხედრო და რეგიონული ოფიციალური პირები.

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედროებმა 33 საარტილერიო შეტევა და ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო პოზიციებზე ხერსონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG